ბედი ქართლისა (ანალიზი)
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“ 1839 წელს არის დაწერილი. ნაწარმოები ეძღვნება მე-18 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს. თუმცა, აღნიშნულ თემას აქტუალობა არც მე-19 საუკენეში დაუკარგავს, სწორედ ამიტომ , ავტორი ცდილობს კრიტიკულად გავააზრებინოს პროცესები. იგი ახერხებს წარმოაჩინოს მოვლენების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მახარეები. ბედი ქართლისა ორი კარისაგან შედგება. პირველ ნაწილში ჩანს ქართველთა მორიგი უთანასწორო ბრძოლა მტრის წინააღნდეგ , საგონებელში ჩავარდნლი მეფე ფერკლე II , სამშობლოს სამსახურში მდგარი თავდაუზოგავი მამულიშვილები და სამწუხაროდ, საშინელი ღალატი თანამემამულეთა. მეორე კარში კი, გადმოცემულია მეფისა და მისი მსაჯულის ბჭობა საქართველოს მომავლის შესახებ. აქვე, ცხადია, არა შემთხვევით, ავტორს ფრაგმენტულად შემოჰყავს უაღრესად საინტერესო პერსონაჟი, სოფიო, სოლომონ ლეონიძის მეუღლე, ქსნის ერისთავის, დავითის ასული. მისი პირით ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველთა იმ ნაწილს ალაპარაკებს, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვ...