Posts

Showing posts with the label მხატვრული ტექსტის ანალიზი- ნიმუშები

,,დედაშვილობა" -მხატვრული ტექსტის ანალიზი (,,ოთარაანთ ქვრივი")

Image
ერთხელ - ჯერ გიორგი ათი - თორმეტი წლისა ძლივ იქნებოდა — ერთს მოზრდილს ბიჭს თავისზედ პატარა ბიჭისათვის ქამრის ღილები დაეტყუვნა . მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი ღილებს არ უბრუნებდა , გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან ჰთამაშობდა თურმე . ყური მოჰკრა ბალღის გულამომჯდარ ტირილსა . შეიტყო მიზეზიცა და აემღვრა პაწაწა გული . დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების დამჩემებელს : მიეცი , რას ემართლებიო . იმას ხელი ეკრა მეტიჩარასათვის და გადაექცია . გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა . მივარდნოდა ურჩი ბიჭი , ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო . მოშველებოდნენ გიორგის სხვა ამხანაგები , ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი , წაერთმიათ ღილები და კარგადაც დაეზილათ . თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს წართმეული ღილები , მაგრამ გიორგი კი კარგად იყო დაბეგვილი . ცხვირი გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა . წითელი გულისპირი სულ ჩამოეფხრიწნათ . ცხვირ - პირ - დასისხლიანებული გიორგი , გულისპირ - ჩამოგლეჯილი რომ შინ მი...

შუშანიკის წამება - VII თავი ( თან ერთვის მოცემული ეპიზოდის ანალიზის ნიმუში)

Image
ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი იაკობ ხუცესის ნაწარმოებიდან  ,,შუშანიკის წამება“: ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე“. და მე ვრქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!“. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო!“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა . ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი ...

შუშანიკის წამება -II თავი (თან ერთვის მოცემული ეპიზოდის ანალიზის ნიმუში)

Image
  ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი იაკობ ხუცესის ნაწარმოებიდან ,,შუშანიკის წამება“: და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ. და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინ[აჲსწ]არმეტყველმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლოკაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა ი...

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - II ვარიანტი-2012წ.)

Image
            ავთანდილი იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას. როსტევან მეფის ნებართვის გარეშე ტოვებს არაბეთს და მიემართება ტარიელის დასახმარებლად. მზადაა მეგობრისთვის სიცოცხლე გასწიროს. იგი როსტევანს წერილს უტოვებს და ცდილობს განუმარტოს მიზეზები რატომ იქცევა ასე. არაბთა სპასპეტს ღრმად წამს, რომ გონიერი ადამიანი მოყვარეს არასოდეს უღალატებს, არასდროს დაარღვევს მიცემულ პირობას, რადგან სიცრუე ვნებს როგორც ხორცს, ისე სულს. მეფემ ეს ყოველივე კარგად იცის, სპასპეტი მისი გაზრდილია, მან ჩაუნერგა ყველა ჭეშმარიტი ღირებულება, ამიტომაც მიმართავს მას თავგანწირული მეგობარი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საქმით არ დაამტკიცე, მხოლოდ ცოდნა მაღალი, ზნეობრივი მისწრაფებებისა ამაოა და არად არგებს ადამიანს: ,,არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,“ წერს იგი. მისივე აზრით, სწავლის, ცოდნის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ უკეთესი ადამიანი გახდე და ,,მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ ზეციურ სამკვიდრებელს კი ვერავინ დაიმკვიდრებს თუ ცხოვრების მეგზურად ...

ავთანდილის ანდერძი ( ანალიზი-ერთიანი ეროვნული გამოცდები- ქართული ენა და ლიტერატურა - I ვარიანტი-2012წ.)

Image
                                                                                                                                              ავთანდილი ნამდვილი ვაჟკაცია. იგი შემკობილია ყველა იმ თვისებით, რომლებიც მამაცი ადამიანისთვის არის დამახასითებელი. მისი აზრით, ერთ-ერთი პირველი, რისი დამარცხებაც უნდა შეძლოს ღირსეულმა პიროვნებამ არის შიში. ჯაბანი კაცი ხომ ვერაფრით სჯობია ,,ქსლის მბეჭველ“ დიაცს. გულოვანი ადამიანისათვის ცხოვრების დევიზი უნდა იყოს: ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ ან კიდევ ,, სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.   ...