,,დედაშვილობა" -მხატვრული ტექსტის ანალიზი (,,ოთარაანთ ქვრივი")
ერთხელ-ჯერ
გიორგი ათი-თორმეტი წლისა
ძლივ იქნებოდა
— ერთს მოზრდილს
ბიჭს თავისზედ
პატარა ბიჭისათვის
ქამრის ღილები
დაეტყუვნა. მოტყუებული
ბალღი ტირილით
იჭაჭებოდა და
ის კი
ღილებს არ
უბრუნებდა, გიორგიც
მაშინ იქ
ყოფილიყო და
ბალღებთან ჰთამაშობდა
თურმე. ყური
მოჰკრა ბალღის
გულამომჯდარ ტირილსა.
შეიტყო მიზეზიცა
და აემღვრა
პაწაწა გული.
დაანება თავი
თამაშობას და
მივარდა ღილების
დამჩემებელს: მიეცი,
რას ემართლებიო.
იმას ხელი
ეკრა მეტიჩარასათვის და
გადაექცია. გიორგი
წამომხტარიყო და
ქვა დაეშინა.
მივარდნოდა ურჩი
ბიჭი, ხელახლად
წაექცია გიორგი
და ცემა
დაეწყო. მოშველებოდნენ გიორგის
სხვა ამხანაგები,
ამოედოთ ქვეშ
გიორგის მცემელი,
წაერთმიათ ღილები
და კარგადაც
დაეზილათ. თუმცა
პატარა ბალღს
დაუბრუნეს წართმეული
ღილები, მაგრამ
გიორგი კი
კარგად იყო
დაბეგვილი. ცხვირი
გაეტეხნათ და
სისხლი სდიოდა.
წითელი გულისპირი
სულ ჩამოეფხრიწნათ.
ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი,
გულისპირ-ჩამოგლეჯილი
რომ შინ
მიუვიდა დედას,
ელდა ეცა.
—
ეგ, რა
არის, შვილო,
მაჩვენე ერთი
რა გაქვს
გატეხილი?
—
კუპრაანთ თედომა
მცემა.
—
რადა?
—
თედოს მანასაანთ
გოლასათვის ქამრის
ღილები წაერთმია.
ჩვენ უკანვე
გვინდოდა გამოგვერთმია
და ჩხუბი
მოგვივიდა. მომერია,
ის დიდია,
მე პატარა.
—
მერე წაართვით?
—
წავართვით.
—
რა უყავით?
—
ისევ გოლას
მივეცით.
დედას იამა
და შუბლზედ
წარბი გაეხსნა.
—
ნუ გეშინიან,
ცხვირი გაგიკაწრავს
ცოტად, გაიზრდები,
დაგავიწყდება, — უთხრა
შვილს.
—
არ დამავიწყდება.
დაიცა ერთი
გავიზარდო!.. მე
ვუჩვენებ, — ცემა
როგორც უნდა.
დედამ შვილი
გულს ჩაიკრა.
—
სულ ცხონებული
მამაა, ცხონებული
მამა, — გაიხარა
დედამ, — უი,
შენ კი
გენაცვალოს დედა-შენი, ჩემო
ქებავ და
დიდებავ!
ეს გულში
სთქვა და
გულშივე დაიმარხა,
შვილს ცხადლივ
არა უთხრა-რა. ხოლო
ცხვირ-პირი
რომ დაჰბანა
და მოალამაზა,
ეს დაატანა:
—
აი, ჩემო
კარგო, ეხლა
უფრო ლამაზიცა
ხარ და!..
წადი, შვილო,
ითამაშე, ეხლა
უფროც მოგიხდება.
ჰტიროდა განა
გოლა?
—
მაშ?
—
გაუხარდა ღილები?
—
მაშინვე დაჩუმდა,
აღარა ჰტიროდა.
პატარა
გიორგი გამოჰწკრინდა
თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ სათამაშოდ.
დედამ
უყურა, უყურა
გამალებულს შვილსა
და როცა
თვალთაგან მიეფარა,
სთქვა:
—
უი, შენ
კი გენაცვალე!
მამაც კარგი
გყვანდა და
არც შვილი
იქნები უარესიო.
გააანალიზეთ შემდეგი ტექსტი მოცემული
მითითებების მიხედვით:
- იმსჯელეთ ოთარაანთ ქვრივის მხატვრული სახის შესახებ.
- იმსჯელეთ გიორგის მხატვრული სახის შესახებ.
- იმსჯელეთ ამ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;
- იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ.
ნიმუში
გიორგის დედა
ბავშვობიდანვე უნერგავდა მთავარ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რითაც იგი მთელი ცხოვრების
მანძილზე საზრდოობდა. იგი პატრაობაშიც გამოირჩეოდა თანატოლებისგან. ათი-თორმეტი წლისასაც
კი არ შეეძლო გულგრილი ყოფილიყო სხვისი ტკივილის, განსაცდელის მიმართ. გამბედაობითა
და სამართლისმოყვარებით განმსჭვალული გიორგი გამოესარჩლა თანასოფლელს. იმდენად სწადდა
დაჩაგრულის დაცვა, რომ არ შეუშინდა თავისზე უფროსს შესჭიდებოდა. მისმა ქმედებამ სხვებიც
აიყოლია, ყველამ ერთად კი გამარჯვება მოიპოვა, სამართლიანობამ იზეიმა. ,,გიორგი კი
კარგად იყო დაბეგვილი. ცხვირი გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა,“ ვკითხულობთ ტექსტში. ძნელი
წარმოსადგენი არაა რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა ამ დროს, მისი ასაკისთვის, ფაქტობრივად,
აუტანელს, მაგრამ დედასთან საუბრისას ჩივილი, დანანება არ დასცდენია. გახარებული მეგობრის
ხილვამ ისე გაუთბო გული, რომ ტკივილი შეუმსუბუქდა.
ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის საუბრის კითხვისას გვახსენდება
ანდაზა: ,,დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.“ ცნობილია, დედა როგორ განიცდის
შვილის ტკივილებს, ცხადია, ძალიან რთული იქნებოდა ქვრივისთვის პატარა გიორგის ასეთ
მდგომარეობაში დანახვა, თუმცა, შეიტყო რა მიზეზი, მასაც გულს მოეფონა. ვხედავთ ღირსეული
დედაკაცის ქმედებას, დედაკაცისა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს სიბრძნე: ,,არა ვიქმ,
ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!“ შვილს არა მხოლოდ ანუგეშებს, არამედ უწონებს
საქციელს და ცდილობს იგი გაამხნეოს, მოუწოდოს მომავალშიც ასე მოიქცეს: ,, ეხლა უფრო ლამაზიცა ხარ და!.. წადი, შვილო, ითამაშე,
ეხლა უფროც მოგიხდება.“ რა საოცარ სიღრმეს დებს ამ პაწაწინა ფრაზაში!
ტექსტის უმეტესი ნაწილი დიალოგს ქვს დათმობილი. მწერალი ამ გზით
ცდილობს შთაბეჭდილება შეგვიქმნას პერსონაჟებზე. თავს არ გვახვევს საკუთარ შეფასებებს,
დიდი შემოქმედის ოსტატობით გადმოგვცემს დედა-შვილის
საუბარს და საშუალებას გვაძლევს ისინი თავად ვიცნოთ, თავად მივუხვდეთ მთავარ სათქმელს:
,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად.“ პიროვნება გიორგის თვისებების მატარებელი რომ გახდეს, ბავშვობიდანვე
სჭირდება მშობლების მაგალითი, შესაბამისი წვრთნა. სჭირდება წახალისება, თანადგომა მსგავს
შემთხვევებში, ერთმანეთისაგან კარგად რომ განასხვაოს ახირებული ჩხუბი და თავგანწირვა.
Comments
Post a Comment