Posts

Showing posts with the label აბოს წამება _ სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება

აბოს წამება _ სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება

Image
  იოანე საბანისძეს ,,აბოს წამებაში“, მსგავსად ძველი ქართული ლიტერატურის სხვა ძეგლებისა, განფენილია სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება. სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ მიუქცევიათ ყურადღება „აბოს წამების“ I თავში დასახელებულ ღვთის სიმბოლოებზე: „კარ“, „გზა“, „ტარიგ“, „მწყემს“, „ლოდ“, „მარგალიტ“, „მარილ“, „ყვავილ“, „ანგელოზ“, „კაც“, „ღმერთ“, „ნათელ“, „ქვეყანა“, „მარცვალ“, „მატლ“, „მზე სიმართლისა“. წმინდანისათვის მთავარი მაცხოვრის მიბაძვაა, ამიტომ თითოეული ეს სახე-სიმბოლო შეიძლება აბოს ცხოვრების რომელიმე მონაკვეთს, მის ღვაწლს მივუსადაგოთ. კერძოდ:              „მარცვალ“             იესო ქრისტე ერთ-ერთი ქადაგების დროს ყვება იგავს მთესველზე: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.             ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე...