Posts

Showing posts from January, 2022

ალუდა ქეთელაური (პოემის პრობლემატიკა, აქტუალობა)

Image
          ვაჟა-ფშაველას მშობლიური მხარეა ფშავი, საქართველოს ის კუთხე, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარეობს. ამ მხარის ბინადარნი ოდითგანვე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სულით იყვნენ გამსჭვალულნი.             ჩარგალი ზვიადი მთებითაა გარშემორტყმული, აქ უცხოვრიათ ვაჟა-ფშაველას ახლო წინაპართ რაზიკაშვილების გვარიდან. მათ შორის ბევრი ყოფილა განთქმული იშვიათი ძალღონითა და გულადობით, განსაკუთრებით ჰყვარებიათ ნადირობა. ვაჟას მამა პავლე ყმაწვილობისას უფროს ძმას ეხმარებოდა მწყემსობაში. სოფლის მღვდლის დახმარებითა და თვითგანვითარების მეოხებით შეუსწავლია წერა-კითხვა. ვაჟა-ფშაველას დედა ბარბალე “ლამაზი, მეტისმეტად გულკეთილი, მოსიყვარულე და სათნოიანი ადამიანი იყო” (ალ. რაზიკაშვილის ცნობა), იგი იშვიათი მეოჯახე და ღარიბ-ღატაკთა გამკითხველი ყოფილა. 1861 წლის 14 ივლისს პავლე და ბარბალე (გულქან) რაზიკაშვილებს შეეძინათ მეორე ვაჟი ლუკა, ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველას სახელით ცნობილი.    ...