Posts

ბედი ქართლისა (ანალიზი)

Image
  ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“ 1839 წელს არის დაწერილი. ნაწარმოები ეძღვნება მე-18   საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს. თუმცა, აღნიშნულ თემას აქტუალობა არც მე-19 საუკენეში დაუკარგავს, სწორედ ამიტომ , ავტორი ცდილობს კრიტიკულად გავააზრებინოს პროცესები. იგი ახერხებს წარმოაჩინოს მოვლენების,   როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მახარეები. ბედი ქართლისა ორი კარისაგან შედგება. პირველ ნაწილში ჩანს   ქართველთა მორიგი უთანასწორო ბრძოლა მტრის წინააღნდეგ , საგონებელში ჩავარდნლი მეფე ფერკლე II , სამშობლოს სამსახურში მდგარი თავდაუზოგავი მამულიშვილები და სამწუხაროდ,   საშინელი ღალატი თანამემამულეთა. მეორე კარში კი, გადმოცემულია მეფისა და მისი მსაჯულის ბჭობა საქართველოს მომავლის შესახებ. აქვე, ცხადია, არა შემთხვევით, ავტორს ფრაგმენტულად შემოჰყავს უაღრესად საინტერესო პერსონაჟი, სოფიო, სოლომონ ლეონიძის მეუღლე, ქსნის ერისთავის, დავითის ასული. მისი პირით ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველთა იმ ნაწილს ალაპარაკებს, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვ...

თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები ( წაკითხულის გააზრება)

Image
  ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:   თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები      მთის ფერდობზე გამორბის თეთრჩოხიანი მხედარი. მას უკან ყიჟინით მისდევენ შავჩოხიანი მხედრები. ესვრიან თოფებს. თეთრჩოხიანი ციხე-კოშკისაკენ მიაჭენებს ცხენს. ციხე შემაღლებულ ადგილას დგას. თეთრჩოხიანი შიგნით შეასწრებს მდევრებს, ცხენიდან ჩამოხტება, რკინის კარს შიგნიდან ურდულს გაუგდებს და მიხვეულ-მოხვეული კიბეებით ზემოთ აიჭრება. სათოფურიდან ხედავს, როგორ უვლიან ციხეს შავები და ცდილობენ რამენაირად ციხეში შეაღწიონ. თეთრჩოხიანი თოფის სროლით აიძულებს მათ, რომ ციხეს მოშორდნენ. თეთრჩოხიანი ციხის კუთხეში მიაყუდებს თოფს, პურით და ყველით დანაყრდება, პატარა ტიკიდან წყალს მოსვამს და მერცხლების ცქერით ერთობა. მერცხლები კი ჟივჟივებენ და ბუდეებს აშნებენ. მზის ჩასვლის შემდეგ ისევ იწყება შავების იერიში. თეთრჩოხიანი წამოხტება, თოფისკენ წაიღებს ხელს, მაგრამ ერთ ადგილას გაშეშდება: ზედ მისი თოფის ლულაზე, იქ, სადაც წვერით ეყრდნობოდა ციხის კედელს, ორი მერცხალი გამალებით აშენებდა ბუდეს. ცოტაღა...

აბოს წამება _ სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება

Image
  იოანე საბანისძეს ,,აბოს წამებაში“, მსგავსად ძველი ქართული ლიტერატურის სხვა ძეგლებისა, განფენილია სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება. სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ მიუქცევიათ ყურადღება „აბოს წამების“ I თავში დასახელებულ ღვთის სიმბოლოებზე: „კარ“, „გზა“, „ტარიგ“, „მწყემს“, „ლოდ“, „მარგალიტ“, „მარილ“, „ყვავილ“, „ანგელოზ“, „კაც“, „ღმერთ“, „ნათელ“, „ქვეყანა“, „მარცვალ“, „მატლ“, „მზე სიმართლისა“. წმინდანისათვის მთავარი მაცხოვრის მიბაძვაა, ამიტომ თითოეული ეს სახე-სიმბოლო შეიძლება აბოს ცხოვრების რომელიმე მონაკვეთს, მის ღვაწლს მივუსადაგოთ. კერძოდ:              „მარცვალ“             იესო ქრისტე ერთ-ერთი ქადაგების დროს ყვება იგავს მთესველზე: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.             ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე...