თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები ( წაკითხულის გააზრება)
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს: თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები მთის ფერდობზე გამორბის თეთრჩოხიანი მხედარი. მას უკან ყიჟინით მისდევენ შავჩოხიანი მხედრები. ესვრიან თოფებს. თეთრჩოხიანი ციხე-კოშკისაკენ მიაჭენებს ცხენს. ციხე შემაღლებულ ადგილას დგას. თეთრჩოხიანი შიგნით შეასწრებს მდევრებს, ცხენიდან ჩამოხტება, რკინის კარს შიგნიდან ურდულს გაუგდებს და მიხვეულ-მოხვეული კიბეებით ზემოთ აიჭრება. სათოფურიდან ხედავს, როგორ უვლიან ციხეს შავები და ცდილობენ რამენაირად ციხეში შეაღწიონ. თეთრჩოხიანი თოფის სროლით აიძულებს მათ, რომ ციხეს მოშორდნენ. თეთრჩოხიანი ციხის კუთხეში მიაყუდებს თოფს, პურით და ყველით დანაყრდება, პატარა ტიკიდან წყალს მოსვამს და მერცხლების ცქერით ერთობა. მერცხლები კი ჟივჟივებენ და ბუდეებს აშნებენ. მზის ჩასვლის შემდეგ ისევ იწყება შავების იერიში. თეთრჩოხიანი წამოხტება, თოფისკენ წაიღებს ხელს, მაგრამ ერთ ადგილას გაშეშდება: ზედ მისი თოფის ლულაზე, იქ, სადაც წვერით ეყრდნობოდა ციხის კედელს, ორი მერცხალი გამალებით აშენებდა ბუდეს. ცოტაღა...