Posts

აჩრდილი (ანალიზი)

Image
    ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემას ,,აჩრდილი“, რომელშიც გაშუქებულია ეროვნული და სოციალური საკითხები. ავტორმა ,,აჩრდილს“ ეპიგრაფად შოთა რუსთაველის სიტყვები წაუმძღვარა: ,,რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ და ამით ხაზი გაუსვა სიცოცხლის მუდმივობასა და დროთა ცვალებადობას. ილია ჭავჭავაძე საქართველოს დიადი დღეების აჩრდილს ამეტყველებს, მისი თვალით ხედავს წარსულსა და აწმყოს. აჩრდილი აცხადებს:                         „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.“             საქართველოს ეს უკვდავი, ტანამდევი სული ქვეყნისა და ერის ცხოვრების მოწმეა, მათთან ერთად განუცდია ტანჯვა და ვაება. მას ა...

ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლირიკა

Image
  კაცობრობის ისტორია იცნობს შემთხვევებს, როცა ჟამთა სიავით დათრგიუნვლი ეს თუ ის ერი, უაღრესი ძნელბედობისას, თითქოს საგანგებოდ, დიად, ზეგარდმო მადლით ცხებულ პიროვნებას წარმოშობს, ვინც მხსნელად მოევლინება მშობელ ხალხს, მის წინამძღოლობას იტვირთავს, გამარჯვების რწმენას შთაბერავს და თან გაიყოლებს უკეთესი მერმისისთვის ბრძოლაში. ეს რჩეული პიროვნებები თავიანთი ხალხის ცხოვრებაში ახალი ეპოქის მაუწყებლად გვევლინებიან და მადლიერი შთამომავლობა უკვდავების შარავანდედით მოსავს მათ ხსოვნას. ილია ჭავჭავაძე სწორედ ასეთი რჩეული პიროვნებაა ქართველი ერის ისტორიაში. როცა ილია ჭავჭავაძის ლირიკას თავიდან ბოლომდე გადაავლებ თვალს, პირველი შეხედვით მოულოდნელი სურათი დაიხატება. მისი ჭაბუკობისდროინდელი ლექსები სავსეა უიმედო, სასოწარკვეთილი, სევდიანი განწყობილებით. შემდეგ ეს იცვლება სატირული, მამხილებელი, მოურიდებელი დამოკიდებულებით და ბოლოს მთავრდება დინჯი, დაჯერებული, მტკიცე რწმენით. აზრისა და საქმის ერთიანობის პრობლემა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ილიას შემოქმედებისა. ამიტომ არ მიაჩნდა მას მიზანშეწონილად მწ...

გიორგი-ჩატეხილი ხიდი-დასაწყისი განთიადისა (ოთარაანთ ქვრივი)

Image
  გიორგი წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო, რომელზედაც ბევრ გასათხოვარ ქალს ეჭირა თვალი, მაგრამ იგი არავის აქცევდა ყურადღებას. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. ,,კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა.“ თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო.     გიორგი 21 წლისა იყო. დედას უდიდეს პატივს სცემდა, მუშაობაში მთელ სოფელში ტოლი არ ჰყავდა. იგი არ იყო მამასავით გულღია და მხიარული, ,, სულ პირდაღვრემილია და წარბშეკრული.“   დედის სიტყვას შვილის მიმართ ყოველთვის სხვა ფასი ჰქონდა. დედამ ისეთი ავტორიტეტი შეუქმნა თავის თავს შვილის წინაშე, რომ გიორგი ,,მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა.“ ქვრივი შვილს თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, ავი სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი დატუქსავდა ხოლმა. გიორგი ამ დროს დედას სიტყვას არ უბრუნებდა, რადგან იცოდა რომ აღმზრდელი ყოველთვის სამართლიანად აძლევდა   შენიშვნას. თავმოყვარე გიორგის მხოლოდ სამართლიანი დედის ავტორიტეტი ამუნჯებდა, მორჩილს ხდიდა. ,,მართალს...

ოთარაანთ ქვრივი (პერსონაჟის ანალიზი)

Image
     მეცხრამეტე საუკუნემ, ერთი მხრივ, ბევრი მძიმე საფიქრალ- საზრუნავი გაუჩინა საქართველოს და მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური ერთგვარი საფრთხის წინაშე დააყენა. მეორე მხრივ, მანვე დაჰბადა მამულიშვილთა ისეთი თაობა, რომელმაც ფარ-ხმალი კალმით შეცვალა, შური და მტრობა _ გონივრული მოქმედებით, ერის წყლული პირად სატკივარად გაინიცადა, ,,სამშობლოს გამოხნის“ უმძიმესი ტვირთი ქედზე დაიდო, გულუშიშრად ატარა და სამშვიდობოს კარიბჭემდე მიიტანა. ამ პროგრესულდ მოაზროვნეთა და სწავლულთა მებრძოლ თაობას ,,სამოციანელებს“, ნახევარი საუკუნე სახელოვნად მიუძღოდა წინ ,,ზეგარდმო მადლით ცხებული“ დიდი შვილი სრულიად საქართველოსი, რომელსაც გააჩნდა სასწაულებრივი ძლიერება სულისა, მაღალი გონიერება ბრძენისა, ნიჭი გენიალური შემოქმედისა და უსაზღვრო სიყვარული მშობელი ქვეყნისა. ამიტომაც გახდა იგი XIX საუკუნის მწერლობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების თავკაცი, ერის მამა და მოძღვარი. ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება არის უსრულესი გამოხატულება პოეტის სულში ჩაღვრილი იმ განუზომელი სიყვარულისა, ფიქრისა და ყოველგვარ...